Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა IV სამეცნიერო კონფერენცია

2022 წლის 15 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სტუდენტთა IV სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ისტორია, ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია, პედაგოგიკა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 30 ნოემბრამდე მოხსენების თეზისები და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: levan.beburishvili@tsu.ge

თეზისების გაფორმების წესი:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
თეზისები.
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
თეზისის მოცულობა: 300 სიტყვამდე.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებების თეზისებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.
 
საკონტაქტო პირი:  ასისტენტ პროფესორი ლევან ბებურიშვილი
ელ. ფოსტა: levan.beburishvili@tsu.ge
ტელ.: 593162044